პროექტი რუსულ ენაში სახელმძღვანელო:
მ.ლორთქიფანიძე და სხვ. «Русский язык»
პროექტის სახელწოდება
|
პოლიტიკური რეპრესიების
ისტორია საბჭოთა რეჟიმის პირობებში
|
პროექტის მთავარი
იდეა
|
ვიცოდეთ, რომ გვახსოვდეს! გვახსოვდეს, რომ არ გამეორდეს!
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები ისწავლიან:
·
მასალების მოძიებას,
რესურსების ორგანიზებას;
·
აიმაღლებენ
შინაგან მოტივაციას;
·
გამოუმუშავდებათ
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობის);
·
გაიმდიდრებენ
ლექსიკას;
·
შეძლებენ რუსულ ენაზე კომუნიკაციას, შეეჩვევიან საჭირო კონსტუქციების სწორად გამოყენებას;
·
გამოიმუშავებენ
პატივისცემის გრძნობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკური რეპრესიების
მსხვერპლი გახდა;
|
პროექტის მიზნები
|
·
მოსწავლეთა ანალიტიკური, კვლევითი
და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
·
მოტივაციის ამაღლება;
·
რუსულ ენაზე წერითი
და ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარება;
·
მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციის განვითარება;
|
მონაწილეთა ასაკი
|
16 წელი/11 კლასი
|
ვადები /ხანგრძლივობა
|
2 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტი ხელს შეუწყობს :
·
მოტივაციის ამაღლებას;
·
კვლევის, ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხების და
დამუშავების უნარ–ჩვევის გამომუშავებას;
·
მოძიებული მასალის
პრეზენტაციას;
·
ისტორიული დოკუმენტების გაცნობას და დახარისხებას;
·
რეპრესირებული რუსი პოეტების და მწერლების
ცხოვრების ასახვას ისტორიულ ჭრილში;
·
წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენებას;
|
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო მასალა, პლაკატები, პორტრეტები, გულაგის
რუკა, ნაწყვეტები მანდელშტამის, შალამოვის და სოლჟენიცინის ნაწარმოებებიდან
|
პროექტის მსვლელობა
|
აქტივობა 1
თემის
შერჩევა და შესაბამისი საკითხების ჩამოყალიბება.
პოლიტიკური რეპრესიების ისტორია
აქტივობა 2
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
მასწავლებლის მიერ. კლასი იყოფა სამ ჯგუფად. კლასთან ერთად შემუშავდება შეფასების
რუბრიკა
აქტივობა 3
პროექტის გეგმის შემუშავება ცალ-ცალკე
სამივე ჯგუფთან
აქტივობა 4
ჯგუფში მოვალეობების განაწილება
აქტივობა 5
ექსკურსია თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში
აქტივობა 6
ისტორიის მასწავლებელი მოუთხრობს მოსწავლეებს
საბჭოთა რეჟიმზე შესაბამისი განწყობის შესაქმნელად
აქტივობა 7
გონებრივი იერიში:
მოსწავლეები
გაითამაშებენ დიალოგს:
- Вы арестованы!
-Я? За что? Это ошибка! Разберутся! Там же люди.
- Вы не узнаёте
меня, Пётр Иванович?
- Как будто нет, хотя…
- Ну как же, как же я Вам напомню… одну минуточку… отойдёмте.
მასწავლებელი უსვამს კითხვას:
ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელ
პოლიტიკურ რეჟიმზე არის საუბარი ამ დიალოგებში?
პირველი ჯგუფის მოსწავლეები
წარადგენენ პრეზენტაციას:
პოლიტიკური სიტუაცია საბჭოთა რეჟიმის პირობებში,
ტოტალიტარული რეჟიმი და მისი მახასიათებლები, ერთიანი იდეოლოგიის და პარტიის გაბატონება.
აქტივობა 8
მასწავლებელი აკეთებს
მოკლე შესავალს მეორე ჯგუფის პრეზენტაციის წარდგენამდე.
-
დაფიქრდით,
1934 წ. მწერალთა კავშირში იყო 2500 წევრი. რეპრესირებული იქნა 2000 ადამიანი. რატომ? რისთვის?
მოსწავლეთა მეორე
ჯგუფი წარადგენს პრეზენტაციას: რეპრესირებული რუსი მწერლები და პოეტები
(ნ.გუმელიოვი, ო.მანდელშტამი, ა.სოლჟენიცინი)
აქტივობა 9
მასწავლებელი
მიმართავს მოსწავლეებს კითხვით:
რა კატეგორიის
მოქალაქეები აღმოჩდნენ რეპრესიების წნეხში? რომელ ბანაკებში
იხდიდნენ სასჯელს პატიმრები?
მოსწავლეთა მესამე ჯგუფი წარადგენს პრეზენტაციას:
რას მოგვითხრობენ ციფრები და დოკუმენტები
საბჭოთა გულაგის «სიკვდილის ბანაკებზე»?
აქტივობა 10
შეჯამება:
მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს
კითხვებს:
-
რა გახდა საბჭოთა გულაგის შექმნის მიზეზი?
- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი
რამ არ გამეორდეს?
- რა ზნეობის მატარებელი უნდა იყოს
ადამიანი?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ
მოსაზრებას მოსმენილი და ნანახი პრეზენტაციების საფუძველზე_
-
ტოტალიტარიზმი
ამახინჯებს და კლავს ადამიანის სულიერ სამყაროს.
-
ყოველი
ადამიანი პასუხს აგებს თავისი ქვეყნის ისტორიაზე.
-
რეპრესიების თემა ძალიან აქტუალურია
დღეს, შეუძლებელია ცხოვრების გზა გააგრძელო, საზოგადოება განვითარდეს, თუ არ მოხდა
განვლილი ქვეყნის ისტორიის კრიტიკული გააზრება, შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს
აღმშენებლობა
-
საბჭოთა
რეჟიმის რეპრესიები უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდეს
აქტივობა 11
მასწავლებელი სვამს ბოლო კითხვას,
რომელიც იქნება სადისკუსიო მოსწავლეთათვის შემდეგ
გაკვეთილზე;
-
საჭიროა დღეს ამ საკითხზე ამდენი საუბარი, გავიდა
ბევრი წელი. იქნებ უკეთესია დავივიწყოთ ყველაფერი?
აქტივობა 12
მასწავლებელი
მოსწავლეებთან ერთად აფასებს პრეზენტატორების ნამუშევრებს შესაბამისი რუბრიკის
მიხედვით
აქტივობა 13
საშინაო დავალება:
დისკუსიისათვის მომზადება. დისკუსიის
თემა: Не зря
сказано, что наше прошлое и будущее едины, и будущее народа зависит от того, насколько
правильно усвоены им уроки прошлого.
ქვემოთ მოცემული მასალა დაეხმარებათ
მოსწავლეებს თავინთი აზრის ჩამოყალიბებაში
«Человек
— хозяин собственной судьбы в том смысле, что у него есть свобода
распоряжаться своей свободой. Но к чему это приведёт — человеку неизвестно.»
Мохандас
Карамчанд Ганди
«Народ,
забывший своё прошлое, утратил своё будущее.»
Уинстон
Черчиль
В 1948 году на Генеральной ассамблее Организации
Объединённых Наций была принята
Всеобщая декларация прав человека. В 30 статьях были закреплены основные, неотъемлемые и неотчуждаемые для каждого человека, права и свободы:
Статья 1
Все люди рождаются свободными и равными в своём достоинстве и правах. Они
наделены разумом и совестью и должны поступать в отношении друг друга в духе
братства.
Статья 3
Каждый человек имеет право на жизнь, на свободу и на личную
неприкосновенность.
Статья 4
Никто не должен содержаться в рабстве или в подневольном состоянии…
Статья 5
Никто не должен подвергаться пыткам или жестоким, бесчеловечным или
унижающим его достоинство обращению и наказанию.
|
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან ესგ–თან კავშირი
|
ისტორია, ისტ-ი
|
ხელმძღვანელის ელ–
ფოსტა:
|
nataliabaghashvili177@gmail.com
|
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
|
No comments:
Post a Comment